სერია A-ს კლუბები ჩემპიონატის დასრულების ფორმაზე შეთანხმდნენ

AutoSharing Option
Football Italia-ს ინფორმაციით, სერია A-ს კლუბებს შორის ჩემპიონატის დასრულების შესახებ კენჭისყრა გაიმართა და გუნდები შეჯიბრების დასრულების ფორმაზე შეთანხმდნენ.

გამოცემის მიხედვით, 20-ვე კლუბმა გამოთქვა ჩემპიონატის ჩამთავრების სურვილი და მზად არიან ყველა ტურის შეხვედრები გამართონ. აქამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ბრეშიასა" და "ტორინოს" ხელმძღვანელობა შეჯიბრების გაგრძელების წინააღმდეგი იყო.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ სერია A-ს კლუბების რაოდენობა არ გაიზრდება და 22 არ გახდება. კლუბები ამ საკითხზეც შეთანხმებულები არიან.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გაზრდა კი არა შეამცირონ 18-მდე
papa
19:40 01-05-2020
2
Ver mivxvdi, kenchisyra gaimarteba tu am sakitxtan dakavshirebuli xmis micema?
Sxvadasxva rames nishnavs cesit...
Bagrat_Margveli
05:03 02-05-2020
0

სიახლეები პოპულარული