მორაიში: "ინტერს" მესის მოყვანის შესაძლებლობა ამ ადამიანის წყალობით აქვს

AutoSharing Option
ჟოზე მორაიში, რომელიც ჟოზე მოურინიოს ასისტენტი იყო, როცა პორტუგალიელი მილანის "ინტერის" მწვრთნელი იყო, აცხადებს, რომ არგენტინელი ლიონელ მესის მოყვანის შანსი საკმაოდ რეალურია.

მორაიშის სიტყვებით, გადამწყვეტი როლი ამ საკითხში კლუბიც ვიცე-პრეზიდენტს ხავიერ ძანეტის ექნება.

"მე ვფიქრობ, ეს შესაძლებელია. რატომ? საქმე ხავიერ ძანეტიშია. ამ ადამიანის წყალობით, "ინტერს" შეუძლია ნებისმიერი არგენტინელის მოყვანა, მათ შორის მესის." - ციტირებს სპეციალისტს beIN Sports.

მესი "ბარსელონაში" 2005 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 31 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა მიიწერა. არგენტინელს კონტრაქტი 2021 წლის 30
ივნისს ეწურება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
100% გეთანხმები მეგობარო.
Dato
02 მაისი 2020 15:14
0
მესი ბარსას სახეა! მესი არსად წამსვლელი არაა, მას კატალონია და ბარსა საკუთარი ოჯახივით უყვარს. ფულის ხამი, რომ იყოს "ზოგიერთებივით" აქამდე დატოვებდა ბარსას. უბრალოდ მაგარი ფეხბურთელი და პიროვნებაა, თავში არა აქვს ავარდნილი ვარსკვლავური ავადმყოფობა, ამ თავისი უბრალოებითაც პატივს ვცემ, ამ მართლაც უდიდეს ფევბურთელს.
laSa
02 მაისი 2020 13:37
8
შენმა მზემ, სულ ბარსაზე ფიქრობ და დარდობ არა, ares?
ares
02 მაისი 2020 22:46
0
ძალიან მაინტერესებს იმ სამ მზეს ვკითხავდი..რაში მომეცით უნლაიქი? თქვე მზეებო თქვენა რა დავწერე ტყუილი?
ares
02 მაისი 2020 20:13
1
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული