
ჟოზე მორაიში, რომელიც ჟოზე მოურინიოს ასისტენტი იყო, როცა პორტუგალიელი მილანის "ინტერის" მწვრთნელი იყო, აცხადებს, რომ არგენტინელი ლიონელ მესის მოყვანის შანსი საკმაოდ რეალურია.
მორაიშის სიტყვებით, გადამწყვეტი როლი ამ საკითხში კლუბიც ვიცე-პრეზიდენტს ხავიერ ძანეტის ექნება.
"მე ვფიქრობ, ეს შესაძლებელია. რატომ? საქმე ხავიერ ძანეტიშია. ამ ადამიანის წყალობით, "ინტერს" შეუძლია ნებისმიერი არგენტინელის მოყვანა, მათ შორის მესის." - ციტირებს სპეციალისტს beIN Sports.
მესი "ბარსელონაში" 2005 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 31 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა მიიწერა. არგენტინელს კონტრაქტი 2021 წლის 30
ივნისს ეწურება.