მარტინესმა "ინტერს" უარი უთხრა, "ბარსელონაში" წასვლა საბოლოოდ გადაწყვიტა

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, არგენტინელმა ფორვარდმა ლაუტარო მარტინესმა მილანის "ინტერის" დოტვება გადაწყვიტა.

წყაროზე დაყრდნობით, ლაუტარო კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა და განუცხადა, რომ კარიერის გაგრძელება "ბარსელონაში" სურს. ასევე, შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ლაუტარო შრომით ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს.

ადრე დავწერეთ, რომ იტალიელები ლაუტაროს 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან, გარდა ამისა, მათ "ბარსელონას" ფორვარდი ანტუან გრიზმანი იჯარის წესით, ხოლო არტურო ვიდალი ტრანსფერის სახით სურთ.

მიმდინარე სეზონში 22 წლის მარტინესმა 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 16 გოლი და 4 საგოლე გადაცემა განახორციელა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული