"იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩმა თავდამსხმელ რონალდოზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.
"რონალდო ბრენდია, რომელიც კლუბის შემოსავლების ზრდას უზრუნველყოფს. სხვა ფეხბურთელებთან დაკავშირებით, რომლებსაც მაღალი ხელფასები აქვთ, სიტუაცია გაცილებით რთულადაა", - განუცხადა პარატიჩმა "კორიერე დელო სპორტს".
რონალდო "იუვემ" 2018 წლის ზაფხულში 117 მილიონ ევროდ შეიძინა, კონტრაქტი კი 2022 წლამდე გაუფორმა.
35 წლის კრიშტიანომ ამ სეზონში სერია A-ს 22 მატჩში (ყველა ძირითად შემადგენლობაში) 21 გოლი გაიტანა (7 პენალტით) და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.