ფაბიო კაპელო: სეზონის დარჩენილი ნაწილი მსოფლიოს ჩემპიონატივით იქნება

AutoSharing Option
იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო თვლის, რომ სერია A-ს დარჩენილ მატჩებს ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდონ და გუნდების იზოლაციაში ყოფნაა საჭირო.

"ჩვენ ამაზე ფიქრი გვმართებს. დარჩენილ მატჩებს ისე უნდა მოვეკიდოთ, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატს. ამიტომ სეზონის დასასრულებლად გუნდების 40 დღე გამოკეტვაა აუცილებელი.

მე პირადად 4 ან 5 შეცვლის მომხრე ვარ, მით უმეტეს, როდესაც გუნდები ყოველ 3 დღეში ითამაშებენ, მაგრამ გავიგე, რომ ეს წინადადება უცბად უარყვეს", - განაცხადა კაპელომ "რადიო 1"-ის ეთერში.

იტალიაში გუნდები ვარჯიშებს 18 მაისამდე დაიწყებენ, სეზონის განახლების თარიღი კი უცნობია და
არც ისაა გარკვეული, საერთოდ განახლდება თუ არა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული