"მილანს" შეიძლება იულიან ნაგელსმანი ჩაუდგეს სათავეში

AutoSharing Option
"მილანის" მწვრთნელად შეიძლება 32 წლის იულიან ნაგელსმანი დანიშნონ, - იტყობინება Football Italia.

გამოცემის ცნობით, გერმანელი სპეციალისტი იმ შემთხვევაში ჩაუდგება "როსონერის" სათავეში, თუ კლუბის ტექნიკური დირექტორი მისი თანამემამულე რალფ რანგნიკი გახდება.

რანგნიკი ამ საკითხის განხილვას "მილანის" ხელმძღვანელებთან მომავალ კვირაში აპირებს.

ნაგელსმანმა "ლაიპციგი" 2019 წელს ჩაიბარა, როდესაც კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი სამსახურით "ნიუკასლია" დაინტერესებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული