"უდინეზეს" ტექნიკური დირექტორი პიერპაოლო მარინო კომენტარს აკეთებს იტალიის ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, სეზონი 13 ივნისს უნდა განახლდეს.
"თუ ეს თარიღი, 13 ივნისი დადასტურებული იქნება, ეს იქნება სრული სიგიჟე, - აცხადებს მარინო RAI Sport1-თან ინტერვიუში. - ჩვენი პოზიცია მდგომარეობს შემდეგში: მოედანზე დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ უსაფრთხოების გარანტიები გავრცელდება მწვრთნელებზე, პერსონალსა და ფეხბურთელებზე".
სრულფასოვანი ვარჯიშები სერია A-ს ფეხბურთელებისთვის ჯერ კიდევ აკრძალულია. ჩემპიონატის სამედიცინო პროტოკოლიც დამტკიცებული არ არის.
მომზადებულია RAI-ს მიხედვით
იტალიის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ 18 მაისიდან ვარჯიშები განახლდება
მარჩელო ლიპი: რატომ არ განახლდა იტალიის ჩემპიონატი? ეს გულისამრევია, მაცოფებს