იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ ქვეყანა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მეორე ეტაპზე გადადის.
"ჩვენ ახალი განკარგულება დავამტკიცეთ, რომელიც 18 მაისიდან შედის ძალაში.
ორშაბათიდან ხალხს შეუძლია თავიანთ რეგიონში თავისუფლად გადაადგილდეს და მეგობრებს შეხვდეს, თუ ეპიდემიით არ არიან დაავადებული. პირბადეების გაკეთება კვლავ რეკომინდირებულია.
18 მაისიდან ფეხბურთის გუნდების ჯგუფური ვარჯიშები განახლდება. რეგიონული ხელისუფლება უსაფრთხოების წესების დაცვას ყურადღებას მიაქცევს".
18 მაისიდან ფეხბურთის გუნდების ჯგუფური ვარჯიშები განახლდება. რეგიონული ხელისუფლება უსაფრთხოების წესების დაცვას ყურადღებას მიაქცევს".
შეგახსენებთ, ინდივიდუალური ვარჯიშის უფლება ფეხბურთელებს იტალიაში 4 მაისიდან მისცეს.