სერია A-ს დაგეგმილი განახლება ისევ გადაიდო

AutoSharing Option
კორონავირუსის გამო შეჩერებული სპორტული ღონისძიებები იტალიაში 14 ივნისამდე არ განახლდება, - იტყობინება "სპორტ მედიასეტი".

ამის თაობაზე შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ მოაწერა. თუ ქვეყანაში ეპიდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუმჯობესდა, საკითხს შეიძლება გადახედონ.

ასე რომ, 13 ივნისისთვის დაგეგმილი იტალიის ჩემპიონატის განახლება, უკეთეს შემთხვევაში, ერთი კვირით გადაიწევს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული