პორტუგალიიდან იტალიაში დაბრუნებულმა თავდამსხმელმა რონალდომ მედშემოწმება და ხანმოკლე კარანტინი გაიარა და ვარჯიში დაიწყო.
რონალდომ კლუბის ბაზაზე ინდივიდუალურად ივარჯიშა და სერია A-ს მალე განახლების იმედი გამოთქვა. შემდეგ კი "ტვიტერზე" დაწერა:
"როდესაც მომთმენნი და თანმიმდევრულნი ვხდებით, სირთულეების გადალახვის გზებს ვნახულობთ".
იტალიის ჩემპიონატი საუკეთესო შემთხვევაში 20 ივნისს განახლდება.