იბრაჰიმოვიჩი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა და მოტოციკლით გაისეირნა

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა.

გუშინ 38 წლის ფორვარდმა ორმხრივი თამაშისას ტრავმა მიიღო და ბაზა ვარჯიშის დასრულებამდე დატოვა. დღეს ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ აქილევსის მყესის პრობლემა არა აქვს და მხოლოდ მუხლქვეშა კუნთის ტრავმა მიიღო. დაზიანების ხარისხის შესახებ კლუბი ინფორმაციას არ ავრცელებს.

თუმცა, როგორც ჩანს, იბრას ტრავმა სერიოზული არაა და თანაგუნდელ ჰაკან ჩალჰანოღლუსთან ერთად მოტოციკლით კომოს ტბაზე გაისეირნა.

Sky Sport Italia-ს ცნობით, ზლატანს ერთი თვე მოუწევს უქმობა. მას "როსონერისთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული