"ბრეშიას" პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ დაადასტურა, რომ სეზონის დასრულებისთანავე მარიო ბალოტელი გუნდს დატოვებს.
"ის უცნაური ბიჭია. ჩვენზე აღარ ფიქრობს და არც დარდობს. მისი წასვლის სურვილი არც მიკვირს. იმ შემთხვევაში, თუ სერია B-ში გავვარდებით, მისი კონტრაქტი ავტომატურად ანულირდება და სავარაუდოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა. ჩვენ მართლა გვჯეროდა, რომ მოედანზე დაგვეხმარებოდა. მეც მჯეროდა, იმიტომ, რომ ის ძალიან მომწონს. მეგონა, თავისთვის და "ბრეშიასთვის" რაღაც ახალს აღმოაჩენდა. ყველას იმედი გაგვიცრუა." - ციტირებს ჩელინოს Football Italia.
26 ტურის შემდეგ "ბრეშია" სერია A-ს ბოლო ადგილზეა და გადასარჩენ
მე-17 ადგილს 9 ქულით ჩამორჩება.
ბალოტელიმ მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა.