ბალოტელი "ბრეშიას" დატოვებს და თურქეთში წავა

AutoSharing Option
იტალიელი ჟურნალისტი და Transfermarkt-ის ექსპერტი ნიკოლა სკირა ამბობს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ 29 წლის მარიო ბალოტელი "ბრეშიას" დატოვებს. ამის შესახებ ის თავის "თვითერზე" წერს.

ფეხბურთელის აგენტთან, მინო რაიოლასთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ თურქული "გალათასარაი" და ბრაზილიური "ვასკო და გამა".

26 ტურის შემდეგ ბალოტელის "ბრეშია" ბოლო, მე-20 ადგილს 16 ქულით იკავებს და მე-17-ეადგილოსან "ჯენოას" 9 ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, სერია A-ს განახლების შემთხვევაში, თუ "ბრეშია" მე-17 ადგილზე ვერ გავა, იტალიის ჩემპიონატიდან გავარდება.

მიმდინარე სეზონში მარიომ 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა.



მკითხველის კომენტარები / 2 /
თითქმის ყველა ენაზე წავიკითხე,მაგრამ არსად არ წერია თურქეთში გადადისო თანამედროვე ნოსტრადამუსები ხართ
L..J.
13:36 21-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული