იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ განაცხადა, რომ სერია A 20 ივნისს განახლდება.
"იტალია ცხოვრების ჩვეულ წესს უბრუნდება და რა თქმა უნდა, ეს ფეხბურთსაც უნდა შეეხოს. სამეცნიერო-ტექნიკურმა კომიტეტმა სამედიცინო პროტოკოლი დაამტკიცა.
იტალიის ჩემპიონატი 20 ივნისს განახლდება. იმედია, 13-დან 20 ივნისამდე თასის მატჩები ჩატარდება და ეს მთელი ერისთვის ნიშანი იქნება.
ფეხბურთის ფედერაციაში დამარწმუნეს, რომ შემუშავებულია გეგმა B პლეი-ოფებით, ასევე, გეგმა С გუნდების სატურნირო ცხრილში მდგომარეობის მიხედვით ფიქსირებისა", - ციტირებს სპადაფორას Football Italia.
ფეხბურთის ფედერაციაში დამარწმუნეს, რომ შემუშავებულია გეგმა B პლეი-ოფებით, ასევე, გეგმა С გუნდების სატურნირო ცხრილში მდგომარეობის მიხედვით ფიქსირებისა", - ციტირებს სპადაფორას Football Italia.