ვიქტორ სანიკიძის "სიენა" ფინალურ სერიაში დაწინაურდა

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძის "სიენა" იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა.

ჩემპიონობამდე კიდევ 2 მოგება დარჩა, თუმცა სიენელებმა პირველობისკენ სოლიდური ნაბიჯი გადადგეს - მით უფრო, რომ სანიკიძის გუნდს მოედნის უპირატესობა გააჩნია.

სერიის მესამე მატჩი დაძაბული გამოდგა, რომლის ბოლოსაც სიენელებმა იძალეს და 89:81 გაიმარჯვეს. სანიკიძემ 10 წუთი ითამაშა და თავი 4 ქულას და ამდენივე მოხსნას მოუყარა.

ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სიენელთა ბომბარდირი 23 ქულით ბობი ბრაუნი გახდა, დანიელ ჰაკეტიმ კი თავი 17 ქულით და 8 პასით გამოიჩინა.

ფინალური სერიის მორიგ ი, მე-4 მატჩი 17 ივნისს რომში ჩაარდება.

gfb.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული