მჭედლიძის დუბლი "ინტერის" კარში - "ემპოლიმ" სარის ბოლო მატჩი გაიხსენა [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიურმა "ემპოლიმ" "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე მაურისიო სარის მწვრთნელობით გუნდის მიერ ჩატარებული ბოლო შეხვედრა გაიხსენა, რომელშიც ლევან მჭედლიძემ დუბლი შეასრულა.

სარი, რომელმაც მწვრთნელობა 51 წლის ასაკში დაიწყო, "ემპოლის" 2012-15 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით "ემპოლიმ" ბოლო მატჩი კი, 2015 წლის 31 მაისს "სან სიროზე", "ინტერის" წინააღმდეგ გამართა.

ბოლო მატჩში სარიმ ლევან მჭედლიძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა და არც არაფერი უნანია - ქართველმა ფორვარდმა ორჯერ აიღო სამირ ჰანდანოვიჩის კარი. ერთი გოლიც პიუჩარელიმ გაიტანა. "ინტერის" მხრიდან პალასიომ, იკარდიმ (2-ჯერ) და ბროზოვიჩმა გამოიჩინეს თავი და საბოლოოდ
"ნერაძურიმ" შეხვედრა მინიმალური სხვაობით მოიგო - 4:3.


ლევანმა ამ მატჩის შემდეგ "ემპოლიში" კიდევ 4 სეზონი გაატარა, დუბლი ერთხელ შეასრულა და იტალიურ კარიერაში ბოლო გოლი "სან სიროზე" გაიტანა "მილანის" კარში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული