ბონუჩი: "მილანში" გადასვლით უკეთესი ადამიანი გავხდი...

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ 2017 წელს "მილანში" გადასვლა გაიხსენა, რომლის რიგებში "იუვეს" კარში გოლიც კი გაიტანა.

"მილანურ კლუბში გატარებული სეზონი ძალიან ძნელი აღმოჩნდა, როგორც პროფესიონალურად, ისე პირადად ჩემთვის. იქ წასვლის მიზეზი გარკვეული სახის ურთიერთგაუგებრობა იყო, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე წაგების შემდეგ და მეც ის გადაწყვეტილება მივიღე.

სათქმელიც არ არის, რომ ამ გადაწყვეტილებამ ჩემს კარიერაზე იმოქმედა, მე უკეთესი ადამიანი გავხდი. "მილანში" გატარებული პერიოდი საკუთარი თავის ანალიზში დამეხმარა და მივხვდი, რომ ჩემი ადგილი "იუვენტუსში" იყო, რომელიც ოჯახივით არის.

"მილანში"
კი საოცარ ადამიანებს შევხვდი. პირველ რიგში, ჯენარო გატუზოს. რთული წელი მქონდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს გამოუსადეგარი იყო. ბოლოს და ბოლოს, სახლში დაბრუნების შემდეგ ძალიან ბედნიერი ვიყავი,"- განაცხადა ბონუჩიმ.

ცენტრალური მცველი 1 სეზონის შემდეგ "იუვენტუსში" დაბრუნდა.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული