"ინტერი" 17 წლის თავდამსხმელ სებასტიანო ესპოზიტოსთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას ცდილობს, - იტყობინება ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
"ნერაძურის" უნდა, ესპოზიტოს კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაუგრძელოს და სეზონურ გასამრჯელოდ 500 ათას ევროს სთავაზობს, თუმცა სებასტიანოს ანაზღაურება ეცოტავა და 1 მილიონი მოითხოვა.
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა პიერო აუზილიომ ადრე განაცხადა, რომ ესპოზიტოს განათხოვრების ვარიანტს განიხილავენ.
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა პიერო აუზილიომ ადრე განაცხადა, რომ ესპოზიტოს განათხოვრების ვარიანტს განიხილავენ.
ამ სეზონში მან სერია A-ს 5 მატჩში 1 გოლი პენალტით გაიტანა.