მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ალვარო მორატა, შესაძლოა, იტალიაში დაბრუნდეს. ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მორატას სამსახურით მილანის "ინტერია" დაინტერესებული, რომელიც მას ლაუტარო მარტინესის შემცვლელად განიხილავს. იტალიელები ესპანელებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.
ფორვარდს ზაფხულში "ატლეტიკო" ლონდონის "ჩელსისგან" 56 მილიონ ევროდ გამოისყიდის.
ადრე მორატა იტალიაში თამაშობდა, ის ტურინის "იუვენტუსის" ღირსებას 2014 წლიდან 2016 წლამდე იცავდა. მიმდინარე სეზონში მან პრიმერას 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 8-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი და ერთი ასისტიც გააკეთა.