ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი აღიარებს, რომ "ბარსელონაში" თამაში მისთვის ძალიან სასიამოვნო იქნებოდა.
"სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ "ბარსელონა" - უდიდესი გუნდია, მესი კი მას უფრო მნიშვნელოვანს ხდის. სასიამოვნო იქნებოდა "ბარსაში" თამაში, მაგრამ "იუვენტუსიც" დაუჯერებლად ძლიერი გუნდია და აქაც დიდებული ფეხბურთელები თამაშობენ", - ციტირებს დიბალას goal.com-ი.
მიმდინარე სეზონში 26 წლის დიბალამ 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მოუტანა გუნდს.