მაურიციო სარი: "იუვენტუსმა" კარგად მხოლოდ პირველი 30 წუთი ითამაშა

AutoSharing Option
"მილანთან" მატჩის შემდეგ, ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ კომენტარი RAI-სთან გააკეთა.

"3 თვიანი პაუზის შემდეგ სასიამოვნო იყო გუნდების მოედანზე ხილვა, თუმცა გულშემატკივრები არ იყვნენ, მაინც კარგი იყო. კმაყოფილი ვიყავი თუ როგორ ვითამაშეთ პირველი 30 წუთი. ჩვენ სწრაფად გადგვქონდა ბურთი, თანაც ეს მაშინ ხდებოდა, როცა "მილანი" ჯერ კიდევ 11 კაცით თამაშობდა.

სამწუხაროდ, შემდეგ დავკარგეთ ინტენსიურობა, თავდაჯერებულობა, ასეთი რაღაცები ხდება მაშინ, როცა გულშემატკივარი სტადიონზე არ არის.

გუნდს დასჭირდება ფსიქოლოგიური და ფიზიკური აღდგენა. შეცდომა დავუშვი, როცა 3 შეცვლა ერთ დროულად გავაკეთე."

შეგახსენებთ,
"იუვენტუსი" - "მილანის" მატჩი 0:0 დასრულდა. თუმცა მილანში 1:1 დასრულების გამო, სტუმრად გატანილი გოლის წყალობით ფინალში "იუვენტუსი" გავიდა. 

altრონალდომ პენალტი გააცუდა, "იუვენტუსმა" კაცნაკლულ "მილანს" ვერ სძლია, თუმცა მაინც გავიდა ფინალში [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული