"მილანის" ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სეზონის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, კარიერა სამშობლოში გააგრძელოს.
ჟურნალისტ ნიკოლა სკირას ინფორმაციით, 38 წლის შვედი შეიძლება "ჰამრბიუში" გადავიდეს. შეგახსენებთ, ამ კლუბის თანამფლობელი თავად ზლატანია.
თავდამსხმელის კონტრაქტი "მილანთან" 2020 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
უახლოეს მომავალში მინო რაიოლა, იბრაჰიმოვიჩის აგენტი, "მილანის" აღმასრულებელ დირექტორთან, ივან გაზიდისთან ფეხბურთელის მომავალს განიხილავს.