ბერგამოში სტუმრობაო, არ გეგონოთ ხუმრობაო - "ლაციომ" ოქროს მედლები დაკარგა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 27-ე ტურში "ატალანტამ" სახლში 3:2 დაამარცხა "ლაციო".

მატჩი მეტად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. რომაელები დებიუტში 2:0 დაწინაურდნენ და ვინ იფიქრებდა, თუ მასპინძლები გამარჯვების მოპოვებას მოახერხებდნენ? მოახერხეს.

"ატალანტამ", რომელმაც ქულების მესამედი ქამბექებით მოიპოვა, "ლაციოს" 21-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

ასე და ამგვარად, მეორეადგილოსანი "ლაციო" "ლიდერ "იუვენტუსს" 4 ქულით ჩამორჩა, უახლოეს მდევარ "ინტერს" კი 4 ქულით უსწრებს. რაც შეეხება "ატალანტას", 54 ქულით კვლავაც მეოთხე პოზიციაზეა.

ატალანტა-ლაციო 3:2
გოლები: 0:1 დე რონი (5, საკ. კარში), 0:2 მილინკოვიჩ-სავიჩი (11), 1:2 გოსენსი (38), 2:2 მალინოვსკი
(66), 3:2 პალომინო (80)

დღეს ჩემპიონატის კიდევ 2 მატჩი ჩატარდა:

ინტერი-სასუოლო 3:3
რომა-სამპდორია 2:1

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული