ნახევარმცველმა ხოსე კალეხონმა გადაწყვიტა, სეზონის ბოლომდე "ნაპოლიში" ითამაშოს.
Calciomercato.it-ის ცნობით, ესპანელმა კლუბის ხელმძღვნელობას განუცხადა, რომ ივლისსა და აგვისტოში ხელფასის გარეშე ითამაშებს და მხოლოდ ტრავმის მიღების შემთხვევაში დაზღვევის ფულს აიღებს.
33 წლის კალეხონს ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული და მას "ვალენსია" ეპატიჟება.
ამ სეზონში კალეხონმა სერია A-ს 23 მატჩში 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.