რონალდომ გაიტანა - "იუვენტუსმა" "ლეჩე" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 28-ე ტურში ლიდერმა "იუვენტუსმა" ტურინში 4:0 დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "ლეჩე".

31-ე წუთზე სტუმართა გუნდის მცველმა ფაბიო ლუჩონიმ მეტოქის ნახევარმცველი რობერტო ბეტანკური მოცელა და მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. კაცნაკლულმა "ლეჩემ" პირველ ტაიმში გაუძლო "იუვეს", შესვენების შემდეგ კი ტურინელებმა მოწინააღმდეგე დაჯაბნეს.

ჯერ დიბალამ 20 მეტრიდან დალაშქრა გაბრიელის კარი, მერე რონალდომ პენალტი გამოიმუშავა და უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი თავადვე მოიყვანა სისრულეში, ბოლოს იგუაინმა და დე ლიხტმაც გაიტანეს და "ბებერმა ქალბატონმა" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

სხვათა შორის, მწვრთნელ სარის არ უნდოდა კრიშტიანო ეთამაშებინა,
მაგრამ მაინც დააყენა ძირითად შემადგენლობაში და გოლიც გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა. მან იტალიის ჩემპიონატის 25 მატჩში 23 გოლი გაიტანა - მათ შორის 9 თერთმეტმეტრიანით.

ლიდერმა "იუვემ" უახლოესი მდევარი "ლაციო" 7 ქულით ჩამოიტოვა, რომელიც 27 ივნისს "ფიორენტინას" უმასპინძლებს.

30 ივნისს "იუვენტუსი" გასვლაზე "ჯენოას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა გინდა გურამ,რას ერჩი ავტორს?კაცი სწერს,რომ გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთაო,პენალტიც თვითონვე გამოიმუშავაო და სხვანაირად როგორ გამოთქვას?ეტყობა მთელი სტატია არ წაიკითხე.ისე რონალდომ სწრაფადვე გასცა პასუხი,ზოგიერთებს,რომლებიც ამტკიცებდნენ,რონალდო, მსოფლიოს დონის ფეხბურთელი აღარ არისო.
სოსო
11:27 27-06-2020
2
სტატიის ავტორი აშკარად ბარსელონას და მესის ფანიაა, თამაში ნახეე ? თუ მხოლოდ ანგარიში გაიგე ? ტიპმა 2 საგოლე გააკეთა პენალტი თვითონ მოიპოვა გაიტანა და თავ ტ მ....ა და შენ რაგაც ნიტო გინდა დაწერო იმიტორო მესიზე ან...ვ
Guram
04:22 27-06-2020
14

სიახლეები პოპულარული