რანგნიკი "მილანში" მწვრთნელიც იქნება და დირექტორიც

AutoSharing Option
"ლაიპციგის" ყოფილი მწვრთნელი რალფ რანგნიკი "მილანში" ორ თანამდებობას დაიკავებს.

ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, გერმანელი სპეციალისტი მწვრთნელიც იქნება და შეთავსებით კლუბის ტექნიკური დირექტორიც.

მწვრთნელის პოსტზე ის სტეფანო პიიოლის, ხოლო ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე პაოლო მალდინის შეცვლის, რომელიც შეიძლება კლუბის ელჩი გახდეს.

ამჟამად რანგნიკი კომპანია "რედ ბულში" სპორტის განყოფილებისა და ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელია.

"მილანი" 30 ტურის შემდეგ სერია A-ში მეშვიდე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა ვიცი მილანის ახალმა მწვრთნელმ ისე მოიხოდა, რომ და თუ დღეს იუვეს მოუგო შეიძლება რანგინკი ვინააო იკითხოს მილანის ბოსწბმა,DDDDDD
0
ძველი მილანი სწორედ სტაბილური შემადგენლობით იყო ძლიერი.ამჟამად კი,გუნდის მფლობელი,რომან ფიფია მგონია.ყოველ წლიურად ახალი გეგმით, სტრატეგიით და შემადგენლობით.
სოსო
19:50 08-07-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული