"იუვენტუსი" "ატალანტასთან" მარცხისგან რონალდომ 2 პენალტით იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 32-ე ტურში "იუვენტუსისა" და "ატალანტას" მატჩი 2:2 დასრულდა.

ერთობ სიმპათიურმა ბერგამოულმა გუნდმა ამ დაპირისპირებამდე ზედიზედ 12 გამარჯვება მოიპოვა, ჩემპიონთა ლიგის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა და კონკურენტების უხეირო ასპარეზობის გათვალისწიებით, არაა გამორიცხული, ვერცხლის მედლებსაც დაეუფლოს.

პირველ ტაიმში სტუმრები საპატამ დააწინაურა. შესვენების შემდეგ დიბალას ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში ხელზე დე რონს მოხვდა და რონალდომ პენალტით ანგარიში გაათანაბრა. მე-80 წუთზე შეცვლაზე შესულმა უკრაინელმა მალინოვსკიმ ბურთზე პირველივე შეხებით გაიტანა და გასპერინის გუნდი კვლავ წინ გაიჭრა. "ბებერ ქალბატონს" მშველელად ისევ თერთმეტმეტრიანი მოევლინა - საჯარიმოდან გამავალი
ბურთი შემთხვევით ხელზე მურიელს მოხვდა და კრიშტიანომ თავის გუნდს ქულა მოუპოვა - ეს მიმდინარე ჩემპიონატზე მის მიერ გატანილი მე-11 პენალტია.

"იუვენტუსი" 76 ქულით ლიდერია, 68 ქულით მეორე ადგილზე "ლაციოა", მას კი 1 ქულით "ატალანტა" ჩამორჩება.

იუვენტუსი - ატალანტა 2:2
გოლები: 0:1 საპატა (16), 1:1 რონალდო (55, პენ), 1:2 მალონოვსკი (80), 2:2 რონალდო (90, პენ)

მკითხველის კომენტარები / 6 /
Iuventusi reals unda sheaxvedro da sainteresoa vis ufro met penalts daunishnaven
Milani
08:02 12-07-2020
3
იუვეს ნახევარდაცვა ნულია.სად მონახეს რამსი და რაბიო,ელემენტარულ პასს ვერ აკეთებენ.იუვე ფაქტიურად დიბალასა და რონალდუს კლასის ხარჯზე იგებს.და კიდევ კუადრადო ეხმარება.არ მეგონა სარი ასეთი უაზრო თუ გამოდგებოდა.
ჩემი აზრით
11:19 12-07-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული