გასპერინი "იუვენტუსთან" პენალტებზე: მცველებს ხელებს ხომ არ მოვაჭრით?

AutoSharing Option
"იუვენტუსი" "ატალანტასთან" წაგებას რონალდოს მიერ გატანილი ორი პენალტით გადაურჩა (2:2), ნამატჩევს კი კომენტარი ბერგამოული კლუბის აღშფოთებულმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ გააკეთა.

"ასეთი რამ მხოლოდ იტალიაში ხდება. ეს ჩვენგან განსხვავებით მთელს მსოფლიოში სხვაგვარადაა. მცველებს ხელებს ხომ არ მოვაჭრით? თერთმეტმეტრიანების დანიშვნის ინტერპრეტაცია ჩვენ მოვიგონეთ, რაც არასწორია.

მოდით, თამაშზე ვისაუბროთ, შესაძლოა, ეს უკეთესი იყოს. კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ. მეორე ადგილი? ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორედ გასვლა შესანიშნავი შედეგია. ამ ტურნირმა ჩვენი რეალური ძალა დაგვანახა.

სკუდეტოზე არასოდეს არ გვიფიქრია, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა ეკონომიკურად
ძალიან მომგებიანია", - განუცხადა გასპერინიმ "კორიერე დელო სპორტს".

მკითხველის კომენტარები / 4 /
Karshi casuli burti romelic xelma chamoagdo an radikalurad ucvala mimartuleba, ai es aris penalti. Principshi iuventusia da arc unda gvikvirdes.
Milani
12:17 12-07-2020
3
მართლაც საცოდაობაა.ორი პენალტი,როცა ხელით განზრახ თამაშზე,ლაპარაკიც კი არ შეიძლებოდა და გუნდმა ამით ქულები დაკარგა.ზოგიერთ ქვეყანაში,ამაზე გაცილებით უფრო ცხად პენალტებსაც არ ნიშნავენ ხოლმე.შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს ატალანტა და მომავალ წელს,ვფიქრობ სკუდეტოსაც დაუმიზნებს.
სოსო
09:02 12-07-2020
0

სიახლეები პოპულარული