"ატალანტამ" მეორე შემადგენლობითაც 6 გოლი გაიტანა და "იუვეს" მიუჩოჩდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 33-ე ტურში "ატალანტამ" სახლში "ბრეშია" 6:2 გაანადგურა. თანაც, მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ "იუვენტუსთან" გასული შეხვედრის თითქმის მთელი სასტარტო შემადგენლობა შეცვალა.

ხორვატმა ნახევარმცველმა მარიო პაშალიჩმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო უკრაინელმა რუსლან მალინოვსკიმ გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

"ატალანტა" მეორე ადგილზე გადავიდა, ლიდერ "იუვენტუსს" 6 ქულით ჩამორჩება და 18 ივლისს გასვლაზე "ვერონას" დაუპირისპირდება.

ბერგამოულმა გუნდმა ყველა ტურნირზე უკანასკნელი 15 მატჩიდან 13 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. ამას გარდა, მიმდინარე ჩემპიონატზე 93 გოლი გაიტანა და მასზე უკეთესი მაჩვენებელი ტოპ 5 ლიგის
გუნდებს შორის მხოლოდ "ბაიერნს" აქვს - 100 გოლი.

ატალანტა - ბრეშია 6:2
გოლები: 1:0 პაშალიჩი (2), 1:1 ტორეგროსა (8), 2:1 დე როონი (25), 3:1 მალინოვსკი (28), 4:1 საპატა (30), 5:1 პაშალიჩი (55), 6:1 პაშალიჩი (58), 6:2 შპალეკი (83)

თუმცა სხვა გუნდებს ამ ტურის შეხვედრები ჩასატარებელი აქვთ და სატურნირო მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს.

15 ივლისი
მილანი - პარმა
ბოლონია - ნაპოლი
სამპდორია - კალიარი
ლეჩე - ფიორენტინა
რომა - ვერონა
სასუოლო - იუვენტუსი
უდინეზე - ლაციო

16 ივლისი
ტორინო - ჯენოა
სპალი - ინტერი

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ რა მიჩოჩებაა, 6 ქულით უსწრებს იუვენტუსი .ეგრე მიუჩოჩდა დედაჩემი პუტინს, მაგრამ მაინც ვერაფერი...
odala
11:43 15-07-2020
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული