ტურინის "იუვენტუსი" შემადგენლობის მასშტაბურ ცვლილებებს გეგმავს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, კლუბს, დიდი ალბათობით, დატოვებენ: ბლეზ მატუიდი, მატია დე შილიო, სამი ხედირა, დანიელე რუგანი, ფედერიკო ბერნარდესკი, ლუკა პელეგრინი, გონსალო იგუაინი და კრისტიან რომერო.
"იუვენტუსი" მზადაა გაუშვას ფეხბურთელები, რათა შემადგენლობა გააახალგაზრდავოს. ამასთან ერთად, კლუბში ფიქრობენ, რომ ფეხბურთელების ხელფასი და მათი სათამაშო ხარისხი ერთმანეთს არ შეესაბამება.
აღსანიშნავია, რომ კლუბი ახალი ფეხბურთელების დამატებაზეც ფიქრობს. პრიორიტეტი კი "ნაპოლის" ფეხბურთელი არკადიუშ მილიკია.
სარი "იუვენტუსის" თამაშით კვლავ იმედგაცრუებულია
"სასუოლომ" ბურთი უგორა, სამი შეუგორა და "იუვენტუსი" ისევ გადაურჩა წაგებას [VIDEO]