"ატალანტას" გაისად სკუდეტო სურს და "იუვენტუსს" საპატა არ მიჰყიდა

AutoSharing Option
სერია A-ს 35-ე ტურში "ატალანტამ" სახლში ლუის მურიელის გოლით, რომელსაც საგოლე გადაცემა თავდამსხმელმა დუვან საპატამ გაუკეთა, "ბოლონია" 1:0 დაამარცხა და მეორე ადგილზეა. ბერგამოული გუნდის მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი ამბობს, რომ წელს სკუდეტოსთვის ვერ იბრძოლებენ, მომავალ სეზონში კი ამის იმედი აქვს. სწორედ ამიტომ არ მიჰყიდეს "იუვენტუსს" საპატა.

Calciomercato-ს ცნობით, "იუვე" მზად იყო 29 წლის კოლუმბიელში 30 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ "ატალანტამ" უარი უთხრა. ეგ კი არადა, გამოცემის მტკიცებით, "ატალანტამ" რამდენიმე დღის წინ საპატა ერთ უცხოურ კლუბს 50 მილიონად არ მიჰყიდა.

საპატამ იტალიის
მიმდინარე ჩემპიონატის 26 მატჩში 17 გოლი (1 პენალტით) გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული