სერია A-ს 35-ე ტურში "იუვენტუსი" გასვლაზე "უდინეზეს" დამარცხების შემთხვევაში ვადამდე ხდებოდა ჩემპიონი, მაგრამ უდინელებმა იქით სძლიეს 2:1.
ცნობისათვის, "იუვენტუსი" უდინეში უკანასკნელად 10 წლის წინ დამარცხდა.
არადა, 42-ე წუთზე დე ლიხტმა ტურინელები დააწინაურა, თუმცა შესვენების შემდეგ ნესტეროვსკიმ ანგარიში გაათანაბრა, 90+2-ე წუთზე კი ფოფანამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ლიდერი "იუვენტუსი" უახლოეს მდევარ "ატალანტას" 6 ქულით უსწრებს, 26 ივლისს "სამპდორიას" მასპინძლობს და თუ მოუგო, ზედიზედ მეცხრედ დაეუფლება სკუდეტოს.
"იუვე" აშკარად არაა ფორმაში, ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (2 ფრე, 2 წაგება) და კიდევ
კარგი ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება, თორემ შეიძლება ოქროს მედლები ვეღარ მოეპოვებინა.
"იუვენტუსმა" ამ სეზონში იმ მატჩებში, რომლის მიმდინარეობისასაც იგებდა, 18 ქულა დაკარგა, რაც ბოლო 9 წლის მანძილზე მისი უარესი მაჩვენებელია.