"მილანის" 38 წლის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას არ აპირებს.
"თქვენ გგონიათ ვიხრჩობი და ჩემი კარიერა მალე დასრულდება? თქვენ მე არ მიცნობთ. მთელი ცხოვრება ვბრძოლობ. ჩემი ჩემს გარდა არავის არ სჯეროდა. ზოგიერთი ჩემს გატეხვას ცდილობდა, მაგრამ უფრო გამაძლიერეს. სხვებს უნდოდათ გამოვეყენებინე, თუმცა უფრო ჭკვიანი გამხადეს.
და ახლა გგონიათ ვიხრჩობი? ყველას მხოლოდ ერთს გეტყვით - მე თქვენნაირი არ ვარ. მე ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვარ და მხოლოდ მოთელვას გავდივარ".
ამ სეზონში სერია A-ს 16 მატჩში მან 7 გოლი გაიტანა და 4
საგოლე გადაცემა გააკეთა.