მესი მილანის ტაძარზე "ინტერის" მფლობელის ტელეკომპანიამ გამოსახა

AutoSharing Option
სატელევიზიო ჯგუფმა Suning-მა, რომელიც "ინტერის" მფლობელ სტივენ ჯანს ეკუთვნის, იტალიის ჩემპიონატის 37-ე ტურის მატჩი "ნერაძურისა" და "ნაპოლის" შორის მილანის საკათედრო ტაძარზე ლეო მესის გამოსახულებით დააანონსა.

იტალიაში ჩათვალეს, რომ ასეთი სახით ეკურკურება "ინტერი" მესის და ზოგიერთმა ეს შეიძლება ტრანსფერის მინიშნებად მიიჩნიოს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ინტერს" არგენტინელის მაღალი ხელფასი არ აფრთხობს და მზად არიან წელიწადში 50 მილიონი ევრო გადაუხადონ, რამეთუ ეს შესაძლო ტრანსფერი მომგებიანი გახდება - ახალ სპონსორებს მიიზიდავენ და ეკიპირების რეალიზაცია გაიზრდება.

"ინტერის" ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ ლეოს
მამამ მილანში კლუბის ოფისთან სახლი შეიძინა და არაა გამორიცხული, ოცნება აუხდეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველაფერი ლეოზეა დამოკიდებული.არც გამიკვირდება ამის წასვლა იტალიაში.მაინც ფესვები ეძახის :დ თან ბარსაში კაი ხანია მონასტერი არეულია და მთავარი მიზეზი წასვლის თუ რა თქმა უნდა წავიდა ეგ იქნება.
აბგდ
22:01 29-07-2020
1
ძაან მაგარი ფოტოა! გამორიცხულია მესი სადმე გადავიდეს. აქამდე არ გადავიდა და ეხლა? მესის ბარსა უყვარს და აქვე ჩამოკიდებს ბუცებს ლურსმანზე.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული