"ნაპოლიმ" თავდამსხმელი ოსიმენი 60 მილიონად შეიძინა

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" თავის ოფიციალურ საიტზე გამოაცხადა, რომ "ლილის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი დაიმატა.

ნეაპოლურმა კლუბმა 21 წლის ნიგერიელთან ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ხელშეკრულების ვადას და ტრანსფერის ფასს არ ამხელს. თუმცა, იტალიური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ "ნაპოლიმ" "ლილს" 50 მილიონი ევრო გადაუხადა და კიდევ 10 მილიონს ბონუსების სახით გადაუხდის.

გასულ სეზონში მან 38 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული