იბრაჰიმოვიჩი მართლა 50 წლამდე აპირებს თამაშს [PHOTO]

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც  ოქტომბერში 39 წლის გახდება, "მილანთან" კონტრაქტს გააგრძელებს და ადრე ნათქვამი გაიხსენა, რომ 50 წლამდე აპირებს თამაშს და ეს სურათი "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.

ზლატანი "მილანში" 2020 წლის იანვარში "ლოს ანჟელეს გალაქსიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა, ჩემპიონატის 17 მატჩში (15 ძირითად შემადგენლობაში) 9 გოლი (2 პენალტით) გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მან თავი ბენჯამინ ბატონს (ბრედ პიტის პერსონაჟი ფილმ "ბენჯამინ ბატონის უცნაურ ისტორიაში", რომელიც მოხუცად დაიბადა და ყოველ წელს ახალგაზრდავდებოდა) შეადარა, ოღონდ აღნიშნა, რომ არასოდეს არ ყოფილა მოხუცებული.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს თამაშს სიცოცხლის ბოლომდე არ დაიშლის, თუმცა გააჩნია, რისას....
მ.ტ.
10:05 01-08-2020
12
დღეს ყველა მოქმედ ფეხბურთელს მირჩევნია იბრა. მას მესიზე და რონალდოზე უფრო ლამაზი გოლები აქვს გატანილი, თუმცა არ ვამტკიცებ რომ მათ სჯობია. ინგლისთან მისი გოლი საუკეთესოა!
დავით 67
16:34 01-08-2020
1

სიახლეები პოპულარული