უკვე გაცნობეთ, რომ "ატალანტას" 32 წლის შემტევი იოსიპ ილიჩიჩი დეპრესიაშია და თამაშისთვის თავის დანებებას აპირებს, ახლა კი მისი პრობლემის გამომწვევი მიზეზი გახდა ცნობილი.
Soccer Laduma-ს და futballnews-ის ცნობით, ილიჩიჩი სამშობლოში გაემგზავრა და სახლში, საკუთარ საწოლში თავის მეუღლე ტინას საყვარელთან წაასწრო.
გამოცემების მტკიცებით, ფეხბურთელმა ნერვიულობის შედეგად წონაში ძალიან დაიკლო, ამჟამად სამშობლოში იმყოფება და პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგაზე მისი თამაში გამორიცხულია.
ილიჩიჩმა და ტინამ ერთმანეთი 2009 წელს გაიცნეს
და მალევე დაქორწინდნენ. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ - სოფია და ვიქტორია. იოსიპს მეუღლე ძალიან უყვარდა და ყოველ გატანილ გოლს მას უძღვნიდა.
გასულ სეზონში ილიჩიჩმა 34 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა - სეზონის განახლების შემდეგ მას კოჭ-წვივის პრობლემა ჰქონდა და მხოლოდ 5 გოლი გაიტანა.