"ატალანტას" ლიდერი მძიმე დეპრესიის გამო ვერ თამაშობს

AutoSharing Option
იტალიური და არამხოლოდ იტალიური გამოცემების მიხედვით, ბერგამოს "ატალანტას" სლოვენიელი შემტევი იოსიპ ილიჩიჩი მძიმე დეპრესიაშია და ამიტომ არ თამაშობს.

Sky Sport Italia-ს ცნობით, ილიჩიჩისთვის მიმდინარე სეზონი უკვე დასრულებულია. ფორვარდი პირადი მიზეზების გამო სლოვენიაში გაემგზავრა და პსჟ-სთან გასამართ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

La Gazzetta dello Sport-ი კი წერს, რომ ილიჩიჩს ფსიქიატრიული პრობლემები აქვს, კონკრეტულად კი, მძიმე დეპრესიისაგან იტანჯება.

გარკვეული ხნის წინ იოსიპმა თავად განაცხადა, რომ 2018 წელს კარიერის დასრულებს აპირებდა, როცა საავადმყოფოში უცნობი დაავადებით მოათავსეს, რომელსაც ანომალიურ განმეორებად ინფექციად
თვლიდნენ.

მიმდინარე სეზონში სლოვენიელმა ფორვარდმა 34 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 21 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბოლო 5 მატჩი ილიჩიჩმა სეზონის განახლების შემდეგ ჩაატარა, თუმცა ტრავმა აწუხებდა და სრული დატვირთვით არ უთამაშია.

რამდენიმე დღის წინ "ატალანტას" მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი იმედგაცრუებას ვერ მალავდა სლოვენიელის არყოფნის გამო, რადგან მას გუნდის ფუნდამენტურ ფეხბურთელად თვლის და პსჟ-სთან ძალიან დააკლდება. ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩში ილიჩიჩმა "ვალენსიასთან" პოკერი შეასრულა...

აღსანიშნავია, რომ პარიზელთა მხრიდანაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი - კილიან მბაპე ვერ ითამაშებს. შეხვედრა კი 12 აგვისტოს, ლისაბონში გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: აქა ამბავი ილიჩიჩისა და "ატალანტას" გმირობისა და "ტოტენჰემის" უმწეობისა [VIDEO]

alt"პოკეროსანი" ილიჩიჩი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული