პირლოსა და რონალდოს შორის პირველი დიალოგი შედგა - მწვრთნელმა სიტუაციას ნათელი მოჰფინა

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელ ანდრეა პირლოსა და გუნდის ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს შორის პირველი დიალოგი შედგა.

წყაროს ცნობით, სპეციალისტმა დაარწმუნა პორტუგალიელი, რომ მას გუნდის უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ განიხილავს. ახალი ხმების თანახმად, ტურინული გრანდი კრიშტიანოს არ გაყიდის და მასთან შესაწყვილებლად ახალ ცენტრფორვარდს დაიმატებს.

რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსს" რონალდოს ხელფასი აწუხებს და ფეხბურთელის შეძენა რამდენიმე გუნდს შესთავაზა, მათ შორის, "ბარსელონასაც" კი. პორტუგალიელის გარემოცვამ ამ ინფოს კი მარტივი პასუხი გასცა: "ყველაფერი ტყუილია!"

რონალდო "იუვენტუსში" 2018 წელს
გადავიდა. აღნიშნული ტრანსფერი "ბიანკონერის" 117 მილიონი ევრო დაუჯდა. 35 წლის ფეხბურთელს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
უკვდავია ეს ოხერი ეს ამ ასაკში კიდევ მაღალ დონეზე უბერავს აი კაციც ამას ქვია სამაგალითოა ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის
3
იცის პირლომ რომ რონი კაცია და ზოგიერთივით შანტაჟს და ინტრიგანობას არ დაიწყებს.
ასეა ეს
18:10 17-08-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული