კონტე თაღლითებმა "გადააგდეს" - "ნერაძურის" თავკაცმა დიდი ფული დაკარგა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე თაღლითების მსხვერპლი გახდა და საკმაოდ დიდი ოდენობის თანხაც დაკარგა.

ლონდონის "ჩელსიში" მუშაობის დროს კონტე 54 წლის ფინანსისტ მასიმო ბოჩიკიოს ენდო და გარკვეული თანხა ინვესტიციის სახით ბიზნესში ჩადო. უფრო მეტის მოპოვებაის ნაცვლად, კონტემ ჩადებული თანხაც დაკარგა.

იტალიელ მწვრთნელს უკან დაახლოებით 30 მილიონი უნდა მიეღო. სხვა ყველა ინვესტორთან ერთად თანხა 30 ივნისისათვის უნდა ჩარიცხვოდა, თუმცა მის საბანკო ანგარიშს არაფერი შემატებია.

გამოძიებამ კი დაადგინა, რომ დოკუმენტები გაყალბებული იყო. კონტესთან ერთად თაღლითების მსხვერპლი კიდევ 7 ადამიანი გახდა.

მომზადებულია
The Times-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული