Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ერთპიროვნულად გადაწყვეტს ითამაშებს თუ არა დღეს, 1-ელ ნოემბერს "სპეციასთან" გასამართ მატჩში.
წყაროს ცნობით, კორონაგადანატანი რონალდო საკუთარ მზადყოფნას თვითონ შეაფასებს და გადაწყვეტილებას "ბიანკონერის" მთავარ მწვრთნელ ანდრეა პირლოს აცნობებს. "იუვეში" პორტუგალიელის დაბრუნება ძალიან სურთ, თუმცა მისი ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება არ უნდათ.
სავსებით შესაძლებელია, კრიშტიანომ "სპეციასთან" შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს, ან საერთოდაც გამოტოვოს მატჩი და ჩემპიონთა ლიგაზე "ფერენცვაროშის" წინააღმდეგ სათამაშოდ მოემზადოს.
19-დღიანი კარანტინის პერიოდში რონალდო მუდმივად ვარჯიშობდა და ფორმაც შეინარჩუნა. თუმცა, მოედანზე ვარჯიშის ნაკლებობამ, შესაძლოა,
რიტმიდან ამოადგო.