"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მე-7 ტურში ტურინის "იუვენტუსი" კრიშტიანო რონალდოს მიერ გატანილი გოლის წყალობით გასვლაზე რომის "ლაციოს" 1:0-ს 95-ე წუთამდე უგებდა, თუმცა მატჩის ბოლო ფელიპე კაისედომ რომელებს ქულა გადაურჩინა - 1:1.

პორტუგალიელმა გოლი პირველ ტაიმში, მე-15 წუთზე კუადრადოს ჩაწოდების შემდეგ გაიტანა.

კრიშტიანო 76-ე წუთზე პაოლო დიბალამ შეცვალა. კაისედო კი მოედანზე 54-ე წუთზე გამოჩნდა და 95-ზე კორეას პასი გამოიყენა.


კორონავირუსის დამარცხების შემდეგ რონალდომ სერია A-ში მეორე შეხვედრა ჩაატარა და მესამე გოლი შეაგდო.
იტალიის ჩემპიონატში ჯამში 6 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ზლატან იბრაჰიმოვიჩს 1 შედეგიანი დარტყმით ჩამორჩება.

ამ მატჩის შემდეგ კი "იუვენტუსმა" 13 ქულა დააგროვა, ცხრილში კი მესამე პოზიციაზე დამკვიდრდა. "ლაციოს" კი კიდევ 4 გუნდის მსგავსად 11 ქულა აქვს.

alt"იუვეს" ყოფილი მცველი: რონალდო გუნდელებსა და იტალიელებს პატივს არ სცემს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული