გუშინ, 8 ნოემბერს, "მილანს" "ვერონა" ესტუმრა. "როსონერი" მატჩის აშკარა ფავორიტი გახლდათ, მაგრამ სრულიად მოულოდნელად, მათ ვერ იმარჯვეს.
მასპინძლებმა მატჩის დებიუტშივე 2 უპასუხო ბურთი გაუშვეს, რამაც სტუმრებს ძალიან დიდი უპირატესობა მისცათ.
მიუხედავად ყველაფრისა, "როსონერის" გამარჯვების შანსი მაინც ჰქონდა. პიოლის შეგირდებმა ანგარიში 27-ე წუთზე შეამცირეს, ხოლო მეორე ბურთი - 90+3 წუთზე.
აღსანიშნავია, რომ "მილანის" შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მატჩის 65-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
მილანი. "სან სირო"
"მილანი"-"ვერონა" - 2:2
გოლები - 0:1 ბარაკი (6), 0:2 კალაბრია (ა.გ.) (19), 1:2 მაგნანი (ა.გ.) (27), 2:2 იბრაჰიმოვიჩი (90+3)