"ბრეშიადან" წასული და უგუნდოდ მყოფი 30 წლის სკანდალურად ცნობილი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი, თითქოს "ვასკო და გამაში" გადადიოდა, მაგრამ იტალიურ მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ მარიო ორშაბათს სერია B-ს "მონცას" სამედიცინო ცენტრში გაივლის შემოწმებას და იქ ჩაირიცხება.
სხვათა შორის, სილვიო ბერლუსკონის კუთვნილ ამ გუნდში ასევე ძველი "მილანელი" კევინ-პრინს ბოატენგი თამაშობს.