Sky Sport Italia-ს ცნობით, სერია A-ს მე-10 ტურის მატჩი "უდინეზესა" და "ატალანტას" შორის კოკისპირული წვიმის გამო გადაიტანეს.
თამაშის დაწყება ორჯერ გადადეს, შემდეგ კი მოედანი წყლით დაიტბორა და გადაიტანეს. ჯერ უცნობია როდის ჩატარდება შეხვედრა.
9 ტურის შემდეგ "ატალანტა" 14 ქულით სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა, ხოლო "უდინეზე" 10 ქულით მეცამეტეზე.
ამავე მიზეზით შეიძლება "კროტონესა" და "ნაპოლის" მატჩიც გადაიტანონ.