როგორც იცით, "ნაპოლის" "იუვენტუსთან" მატჩზე გამოუცხადებლობის გამო ტექნიკური წაგება (0:3) ჩაუთვალეს, მაგრამ ნეაპოლურმა კლუბმა იჩივლა და იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა სარჩელი დაუკმაყოფილა.
ჯერ გაურკვეველია, როდის გაიმართება შეხვედრა და ამის დადგენა მჭიდრო კალენდრის გამო უჭირთ. Football Italia კი ირწმუნება, რომ ეს გუნდები ერთმანეთს, სავარაუდოდ, მაისში დაუპირისპირდებიან.