14 ტურის შემდეგ "როსონერი" პირველ ადგილზე იმყოფება და თანაქალაქელ "ინტერს" 1 ქულით უსწრებს.
"ჩვენ ყოველთვის გამარჯვებას ვცდილობთ. ეს ისევ გავაკეთეთ და ბედნიერი ვარ. მე ვამაყობ ამ გუნდით, ისინი რაღაც დაუჯერებელს აკეთებენ.
"ლაციოს" ძლიერი და გამოცდილი გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩვენ გვქონდა შანსები და ეს გამოვიყენეთ.
მოწინააღმდეგე აგრესიულად თამაშობდა, ჩვენს ნახევარმცველებს დიდი გარჯა უწევდათ. საბოლოოდ გავაკეთეთ ის, რაც ასეთ რთულ მატჩში საჭირო იყო", - განაცხადა პიოლიმ.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
გულშემატკივრები ზამთრის ჩემპიონ "მილანს" ასე ხვდებიან [PHOTO]