"ვამაყობ ამ გუნდით..." - პიოლი "მილანზე"

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ "ლაციოსთან" მატჩი (3:2) შეაჯამა. 

14 ტურის შემდეგ "როსონერი" პირველ ადგილზე იმყოფება და თანაქალაქელ "ინტერს" 1 ქულით უსწრებს. 

"ჩვენ ყოველთვის გამარჯვებას ვცდილობთ. ეს ისევ გავაკეთეთ და ბედნიერი ვარ. მე ვამაყობ ამ გუნდით, ისინი რაღაც დაუჯერებელს აკეთებენ. 

"ლაციოს" ძლიერი და გამოცდილი გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩვენ გვქონდა შანსები და ეს გამოვიყენეთ. 

მოწინააღმდეგე აგრესიულად თამაშობდა, ჩვენს ნახევარმცველებს დიდი გარჯა უწევდათ. საბოლოოდ გავაკეთეთ ის, რაც ასეთ რთულ მატჩში საჭირო იყო", - განაცხადა პიოლიმ. 


მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით


altგულშემატკივრები ზამთრის ჩემპიონ

"მილანს" ასე ხვდებიან [PHOTO]

altთეოს გოლი 90+3-ე წუთზე - "მილანი" ზამთრის ჩემპიონია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული