რონალდოს დუბლი - "იუვენტუსმა" "მილანთან" შეხვედრამდე "უდინეზეს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-15 ტურში "იუვენტუსმა" ტურინში 4:1 დაამარცხა "უდინეზე".

"იუვეს" თავდამსხმელმა რონალდომ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა - პირველი მიმდინარე ტურნირზე. მის ანგარიშზე 14 გოლია და ტოპ 5 ჩემპიონატში მხოლოდ "ბაიერნის" ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩება, რომელმაც 19 გოლი გაიტანა.

კრიშტიანომ კლუბსა და ნაკრებში 20+ გოლი ზედიზედ მე-15 სეზონში გაიტანა.

"იუვენტუსი" 27 ქულით მეხუთე ადგილზეა, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 6 იანვარს გასვლაზე ლიდერ "მილანს" შეხვდება.

ტურინი. "ალიანც სტადიუმი"
იუვენტუსი - უდინეზე 4:1
გოლები: 1:0 რონალდო (31), 2:0 კიეზა (49), 3:0
რონალდო (70), 3:1 ზეგელარი (90), 4:1 დიბალა (90+3)

მკითხველის კომენტარები / 10 /
პელეს რეკორდი 757 ბურთი გააუმჯობესა,21 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელრს,თქვენ კი უსინდისოდ დუმხართ.ამაზე მაგარი რა უნდა მოხდეს დღევანდელ ფეხბურთში.თუ აკრძალული გაქვთ რონალდუზე პოზიტივის წერა.
სამარცხვინოები
14:20 04-01-2021
4
კაცს ამხელა მიღწევა აქვს, პელეს რეკორდი დაამხო, ცალკე სტატიას თუ არა აქ მაინც გეთქვათ ორი სიტყვით
Nick
12:44 04-01-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული